ჩვენთან ნებისმიერი სახის ფაილისა თუ ვებ-გვერდის განთავსება,რომელიც ექვემდებარება ყველა ჩვენს წესდებას და დაშვებულია მათი განთავსება ჩვენს სერვერებზე მათი ინფორმაცია ეს იქნება მონაცემთა ბაზები,ფაილები თუ სხვა სახის ინფორმაცია,რომელიც ინახება ჩვენს სერვერზე მათი მიწოდება მესამე პირთან არ მოხდა. ჩვენი მხრიდან არ ხდება არანაირი ფაილების გადამოწმება ან მათი შიგთავსის ნახვა.
[1.1] იმ შემთხვევაში თუ თქვენი ვებ-გვერდი ან პროექტი ინახავს სხვა მომხმარებლის პირად ინფორმაციას მაგ: პირად ნომერს და სხვა სახის სამოქალაქო რეესტრის ინფორამციას გთხოვთ წინასწარ გააფრთხილოდ ადმინისტრაცია.
1.1. ჩვენ შევქმნით ანგარიშს როგორც კი მივიღებთ თქვენგან მომსახურების თანხას და ჩვენი გადახდის შუამავალი პარტნიორები დაგვიდასტურებენ გადმორიცხვას რომ თავიდან აცილებულ იქნას თაღლითობის შემთხვევა.
1.2. თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ თქვენი ელ ფოსტა რომელიც არ იქნება იმ დომენში რომლის ქვეშაც რეგისტრირდებით. ეს ფოსტა გამოყენებულ
იქნება თქვენთან დასაკავშირებლად წესების დარღვევის ან სხვა შემთხვევებში. თქვენ ვალდებული ხართ რომ ეს ელ ფოსტა იყოს სწორი და მუდმივად განახლებული. არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი) კომპანია დავების შემთხვევაში იხსნის პასუხისმგებლობას.
1.3. მაღალი რისკის მქონე ოპერაციების/ტრანზაქციების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებით მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოხდეს გადამოწმება საკრედიტო ბარათის რომლითაც უნდა განხორციელდეს ეს ტრანზაქცია. თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს შეკვეთა შეიძლება ჩაითვალოს თაღლითობად და უარყოფილ იქნას.
1.4. ჩვენი ტექნიკური დახმარება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ დაგეხმაროთ საიტის ჩვენთან გადმოტანაში. თუმცა ტრანსფერის განხორციელება საწყის ეტაპზე მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩვენ ვერ მოგცემთ სრულ გარანტიას დაშვებადობაზე, შესაძლებლობაზე და იმ დროზე რომელიც საჭიროა ტრანსფერის დასასრულებლად. ყველა ჰოსტინგ კომპანია არის აწყობილი სხვადასხვანაირად და გარკვეული ჰოსტინგ მონაცემის სარეზერვო ასლი შეიძლება იყოს არათავსებადი გარკვეულ ფორმატებში და ასპექტებში რამაც ტრანსფერის პროცესი შეიძლება ძალიან გაართულოს და ზოგირეთ შემთხვევაში შეიძლება შეუძლებელი გახადოს ინფორმაციის სრული გადმოტანა.
2.1. მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ მიწოდებული სერვისები ისეთი საქმიანობისთვის რომელიც დაშვებულია კანონით. ტრანსმისია, შენახვა, პრეზენტაცია ყველა იმ ინფორმაციის, მონაცემების ან მატერიალების რომელებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აკრძალულია. იხილეთ ქვემოთმოცემული აკრძალული სერვისების სია:
2.2. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარედაქტიროთ, განვიხილოთ ან შევცვალოთ თქვენი საიტის კონტენტი თუ ის არ ეწინაარმდეგება წესებს.
2.3. თუ აღმოჩენილ იქნება მომხმარებელი რომელიც იყენებს 2.1 თავში აღწერილ სერვისებს, მოხდება მისი გაფრთხილება ან გაფრთხილების გარეშე ანგარიშის დახურვა.
3.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ არასასურველი მეილების დაგზავნა ჩვენი სერვერებიდან ან მეილ მისამართებიდან რომლებიც განთავსებულია ჩვენს სერვერებზე მკაცრად აკრძალულია და გამოიწვევს ანგარიშის დახურვას დაუყოვნებლივ (გაფრთხილების გარეშე) თანხის დაბრუნების გარეშე.
3.2. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ გლობალურ შავ სიაში სერვერის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვაქვს დაწესებული დღიური ლიმიტი 500 მეილი shared და reseller ჰოსტინიგის ყველა ანგარიშზე. მომხმარებელს არ შეუძლია აღნიშნულ რიცხვზე მეტი მეილის გაგზავნა მიუხედავად თავისი მეილ სიებისა. მომხმარებლებს რომელთაც დასჭირდებათ დღიურ ლიმიტზე უფრო მეტი მეილის გაგზავნა ერთჯერადად შესაძლებელია მიეცეთ ამის საშუალება მხოლოდ კვირაში ერთხელ.
3.3. დარღვევის აღმოჩენა: როცა Astronaut / ასტრონავტი აღმოაჩენს დარღვევას რომელიც ეწინააღმდეგება მითითებულ წესებს და პირობებს ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მოკვლევას. მოკვლევის პროცესში Astronaut / ასტრონავტი-მა შეიძლება მოახდნიოს შეზღუდვა, შეჩერება ან გაუქმება ანგარიშის რადგან არ მოხდეს ამ ქმედების განმეორება მოკვლევის პროცესში.
4. სერვერისრესურსები / რესურსებისბოროტადგამოყენება4.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ თუ მოხდა თქვენს მიერ თქვენი ანგარიშის მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირზე გადაცემა Astronaut / ასტრონავტი-ი ამ შემთხვევაში თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის დაკარგვაზე.
4.2. თუ თქვენ ბოროტად იყენებთ სერვერის რესურსებს 2.1 პუნქტის მიხედვით ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დაუყოვნებლივ გავაუქმოთ თქვენი ანგარიში.
4.3. მომხმარებელს ეზღუდება CPU,RAM რესურსების ლიმიტების გადაჭარბება გარკვეული პაკეტების მიხედვით. თუ მომხმარებელის მხრიდან ხდება მინიჭებული ლიმიტების პიკური გამოყენება ამ შემთხვევაში ჩვენის მხრიდან მოხდება მათთან დაკავშირება და ზედა პაკეტების შეთავაზება. თუ ვერ მოხერხდება ურთიერთშეთანხმება Astronaut / ასტრონავტი-სა და მომხმარებელს შორის მაშინ Astronaut / ასტრონავტი-ი იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის ანგარიშზე არსებული სერვისების გამართულად მუშაობაზე. მომხმარებელს აქვს საშუალება მონიტორინგი გაუწიოს მისივე რესურსებს ჩვენი მართვის პანელებიდან და დარწმუნდეს ჩვენი შეთავაზების აუცილებლობაში.
5. არხისგამტარობის (Bandwidth) გამოყენება5.1. არცერთი მომხმარებელი არ არის შეზრუდული არხის გამტარობის გამოყენებაზე მაგრამ თუ კონკრეტული მომხმარებლები shared ჰოსტინგზე პრობლემას უქმნიან სხვა მომხმარებლებს ამ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება და მასზე VPS ან გამოყოფილი სერვერის შეთავაზება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება აღნიშნული მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება.
6. რესელერმომხმარებლისპასუხისმგებლობა6.1. რესელერები პასუხისმგებელნი არიან მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ მომხმარებლებს. ყველა მომართვა რესელერის ქვემომხმარებლიდან უგულვებელყოფილი ან გადამისამართებული იქნება პირდაპირ რესელერზე.
7. Backups7.1. Astronaut / ასტრონავტი აწარმოებს ყველა მომხმარებლის ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სარეზერვო ასლების აღება ხდება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება 6 თვის განმავლობაში.
7.2. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება როგორც ლოკალურად იმავე დატაცენტრში ასევე სხვა დაშორებულ დატაცენტრში რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას მაქსიმალურად.
7.3. მომხმარებელი თანახმაა იმაზე რომ Astronaut / ასტრონავტი არ მოახდენს მისი აუდიო და ვიდეო ფაილების ყოველდღიურ რეზერვაციას. მითითებული ფაილები იგნორირებულ იქნება რეზერვაციის დროს.
7.4. Astronaut / ასტრონავტი-ი იწყებს ყოველდღიური სარეზერვო ასლების აღებას 00:00 საათიდან.
7.5. 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ანგარიში იშლება სერვერიდან და 6 თვის მანძილზე მისი აღდგენა ან სარეზერვო ასლის მიწოდება შესაძლებელია გარკვეული საფასურის გადახდის შემდგომ. ამ საფასურს ადგენს Astronaut / ასტრონავტი-ის ადმინისტრაცია.
8. უსაფრთხოება8.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის პარამეტრები შეინახოს საიმედოდ და არ გადასცეს ის სხვა პირებს.
8.2. თქვენი პაროლი უზრუნველყოფს დაშვებას თქვენს ანგარიშზე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის საიმედოობაზე. ასევე პასუხისმგებელი ხართ რომ თვეში ერთხელ ცვალოთ თქვენი პაროლები მიუხედავად მათი სირთულისა.
8.3. თქვენს მიერ 5-ჯერ არასწორად შეყვანილი პაროლის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად დაბლოკავს თქვენს IP მისამართს.
9. Uptime გარანტია9.1. Astronaut / ასტრონავტი უფლებას იტოვებს სერვერებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად მოახდინოს მათი გათიშვა წელიწადში 8 საათის განმავლობაში (UpTime 99.9%). ინფორმაცია აღნიშნული პროფილაქტიკურ სამუშაოებზე მომხმარებლებს გაეგზავნებათ 2 დღით ადრე თავიანთ საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართებზე.
10. გადახდა10.1. არსებული მომხმარებელი ვალდებულია 3 დღის განმავლობაში მოახდინოს სერვისის საფასურის გადახდა მიწოდებული ინვოისის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება გადახდამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება ანგარიშის გაუქმება 2 კვირის შემდეგ გაფრთხილების გარეშე.
10.2. Astronaut / ასტრონავტი-ი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნილი სერვისი თანხის ჩარიცხვიდნ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
10.3. მომხმარებელი ვალდებულია მისი გადახდის მონაცემები იყოს მუდმივად განახლებული.
10.4. მხარეებს შორის ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით და გრძელდება ავტომატურად შემდეგ წელს.
10.5. ჩვენი მომსახურება არის ყოველდღიური და ინვოისიც არის თვის ჭრილში გარდამავალი, ამის გამო მომსახურებაზე ანგარიშ ფაქტურას მიიღებთ ინვოისის შესაბამისად.
10.6. იურიდიული პირების რეგისტრაციისას აუცილებელია კომპანიის დასახელების და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება შესაბამის ველებში.
10.7. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითეთ ინვოისის ნომერი
11. წესებისდაპირობებისშეცვლამიწოდებულისერვისებისშესახებ11.1. Astronaut / ასტრონავტი იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები. ყველა მომხმარებელი ექვემდებარება საიტზე გამოქვეყნებულ წესებს და პირობებს.
12. შარედ ჰოსტინგის მეილ სერვერის გამოყენების წესებისაზიარო ჰოსტინგის პაკეტები არის გათვლილი და ორიენტირებული ვებ გვერდების დასაჰოსტად. ყველა პაკეტს მოჰყვება მეილ სერვისი რომელიც ბევრი სხვადასხვა ნიუანსების გამო არ არის გათვლილი ბიზნესისთვის და მასზე კატეგორიულად მიუღებელია ბიზნესისთვის კრიტიკული მეილბოქსების განთავსება.
აღნიშნული ნიუანსების არასრული ჩამონათვალი:
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შარედ ჰოსტინგის მეილ სერვისმა იმუშაოს გამართულად მაგრამ თუ თქვენ მაინც განათავსებთ კრიტიკულ მეილებს შარედ ჰოსტინგის ანგარიშში, ამ შემთხვევაში კომპანია Astronaut / ასტრონავტი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მის სრულყოფილად მუშაობაზე.
P.S. კომპანია Astronaut / ასტრონავტი -ის მომსახურება/პასუხისმგებლობა არ მოიცავს მომხმარებლის მხარეს არსებული მეილ კლიენტების (Outlook,Thunderbird,MAC OSX Mail,iOS Mail,Android Mail და ა.შ) კონფიგურირება და მათში არსებული პრობლემების/შეცდომების გასწორება. აღნიშნული მომსახურების მიღება მომხმარებლებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.