ხშირად დასმული კითხვები
სრული სერვისები [კითხვა 1]

რა არის ასტრონავტის სრული მომსახურეობა?

ჩვენი კომპანია არამხოლოდ ჰოსტინგს არამედ გთავაზობთ საიტის ადმინისტრირებას,IT მომსახურეობას ოფისებში,გრაფიკული დიზაინი,ვიდეო მონტაჟი,3D გრაფიკა,საიტების დამზადება და აპლიკაციების დამზადებას


რითი სთავაზობთ სრულ სერვისებს?

ასტრონავტი ჩვენი კომპანიის მხოლოდ ვებ-ჰოსტინგს უზრუნველყოფს ხოლო გალაკტიკა64 უკვე მთლიან სერვის სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს სრული სერვისის სარგებლობისათვის.


შეიძლება შემოგიერთდეთ?

ხარ პროგრამისტი? ამ შემთხვევაში შენი ადგილი ჩვენთანაა. ჩვენი გუნდი სთავაზობს ნებისმიერ დეველოპერსა და არამარტო დეველოპერს თანხის გამომუშავების საშუალებას, როგორც დასაქმებით ასევე რეფერალის პროგრამით

ჰოსტინგი [კითხვა 2]

რა არის ჰოსტინგი?

• საზიარო (share) ჰოსტინგი. ამ შემთხვევაში ერთ სერვერზე განტავსებულია უამრავი მომხმარებლის საიტი, ხოლო სერვერის რესურსები (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, წვდომის სისწრაფე) მათ შორის ნაწილდება დინამიურად. ასეთი ჰოსტინგი საკმაოდ მიმზიდველია თავისი ფასით. მის გარკვეულ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თუ საიტი ხდება ძალიან პოპულარული და იზრდება მისი მომხმარებლების რაოდენობა (ათასები), ეს ზრდის ამ საიტის მოთხოვნილებას სერვერის სიმძლავრეებზე, რაც როგორც ავღნიშნეთ არის საზიარო რესურსი ყველა განთავსებული საიტისთვის, ამიტომ თუ დღის გარკვეულ მონაკვეტებში სხვა საიტებზეც გაიზარდა დატვირთვა ეს არასტაბილურ მდგომარეობაში ამყოფებს სერვერს. ამ დატვირთვებზე მუდმივად წარმოებს მონიტორინგი და სწრაფი რეაგირება პროვაიდერ კომპანიის მხრიდან. მიუხედავად ამისა თუ საიტი ითხოვს დიდ რესურსებს უკეთესია გამოყენებული იქნეს სხვა სახის ჰოსტინგი. ასეც იქცევიან, სანამ საიტი ნაკლებ პოპულარულია ან თუნდაც ნაკლები მომხმარებელი ჰყავს განათავსებენ საზიარო ჰოსტინგზე, მაგრამ შემდეგ ხდება მისი გადატანა სხვა ჰოსტინგებზე დატვირთულობის ზრდის გათვალისწინებით. ჰოსტინგების შეცვლა ჩვეულებრივ არსებული პრაქტიკაა და მარტივი პროცედურაა ტექნიკურად. ჩვენ გთავაზობთ საზიარო (shared hosting) ჰოსტინგის საუკეთესო პირობებს;


ვირტუალი VPS სერვერი?

ირტუალური სერვერი VPS (ინგ. Virtual Private Server) / VDS (ინგ. Virtual Dedicated Server) აქ ერთ ფიზიკურ სერვერზე (კომპიუტერზე) შექმნილი არის რამდენიმე ვირტუალური სერვერი საკუთარი გამოყოფილი სიმძლავრეებით (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, წვდომის სისწრაფე), რომლებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომხმარებელს აქვს კონკრეტულად მისთვის გამოყოფილი სიმძლავრეები, რომელთაც ის იზიარებს, როგორც ეს არის „საზიარო“ ჰოსტინგის შემთხვევაში, შესაბამისად ფასიც შედარებით მეტია. მაგრამ ეს დანახარჯი რათქმაუნდა ბიზნესიდან გამომდინარე დაბრუნებადია. თუ ბევრი მომხმარებელი შედის საიტზე, გამოდის ის უფრო პოპულარულია, აქედან გამომდინარე მეტად მომგებიანიც. ნებისმიერ შემთხვევაში ჰოსტინგის ხარჯი ბიზნესში ძალიან დაბალია, შეუმჩნეველიც. ჩვენ გთავაზობთ ვირტუალური (VPS hosting) სერვერის ჰოსტინგის საუკეთესო პირობებს Linux, Windows,Centos,Cloudlinux და სხვა მოთხოვნის მიხედვით;


გამოყოფილი "ფიზიკური" სერვერები?

გამოყოფილი ჰოსტინგი Dedicated Server - ეს არის ისეთი ჰოსტინგი, როდესაც მომხმარებელს სთავაზობენ მთლიანად გამოყოფილ ფიზიკურ სერვერს (კომპიუტერს). კერძოდ მომხმარებელს ეძლევა მთლიანად მთელი კომპიუტერი თავისი მყარი დისკებით, ოპერატიული მეხსიერებით და პროცესორებით. აქედან გამომდინარე გამოყოფილი სერვერი მომხმაებელს აძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ ის საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ამოირჩიოთ ოპერაციული სისტემა და სხვა პროგრამები. ფაქტიურად გამოყოფილი სერვერის ქირა საკუთარი ლოკალური სერვერის ტოლფასია, მაგრამ მოწოდებულია თქვენი ჰოსტინგ პროვაიდერის ტექნიკური მხარდაჭერით. გამოყოფილი სერვერის ადდებითი მხარეებია: თქვენი სერვერის სრული კონფიგურაციის მართვა, მაღალი საიმედოობა (არ იფოფთ თქვენს სერვერის რესურსებს არავისთან), სრული root წვდომა, მაღალი უსაფრთხოება. უარყოფითი მხარეები: შედარებით მაღალი ღირებულება, დაგჭირდებათ სერვერული მართვის ცონდა და უნარები .


Wordpress / CMS ჰოსტინგი?

არსებობს საზიარო (sheare) ჰოსტინგის ნაირსახეობა ე.წ. WordPress ჰოსტინგი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად იმ საიტებისთვის, რომლებიც დამზადებულია WordPress-ის ძრავზე. აღნიშნული ჰოსტინგი კონფიგურირებულია უშუალოთ CMS WordPress-ის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი კონფიგურირების გამო ტქვენი საიტი იმუსავებს უფრო სწრაფად და ნაკლები პრობლემებით. ასეთი ჰოსტინგზე დამატებულია დამატებითი ფუნქციები: დამატებითი თემები საიტისთვის, გვედების მარტივად (მაუსის გადათრევით) ასაწყობი კონსტრუქტორი.